2025 წლის 2 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა სტუდენტებთან, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს მიეძღვნა.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა, მიმოიხილა წმ. დავით აღმაშენებლის საეკლესიო პოლიტიკა. ისაუბრა იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში ეკლესიის როლის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის, მის მიერ განხორციელებული რეფორმების, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისა და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთობლივი პროექტის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში, რომლის მიზანია შეახსენოს ახალგაზრდებს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და ფასეულობებს.