იტვირთება...
გრუნი საერთაშორისო კონფერენციას - GlobELT 2025 -ს, უმასპინძლებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი საერთაშორისო კონფერენციას - GlobELT 2025 -ს, უმასპინძლებს

2025 წლის 25-29 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უმასპინძლებს მე-11 საერთაშორისო კონფერენციას - GlobELT 2025.

 

როგორც პრესტიჟული აკადემიური პლატფორმა, GlobELT 2025 მიზნად ისახავს ინგლისური ენის დამატებით ენად სწავლისა და სწავლების საკითხის განხილვას და მთელი მსოფლიოდან მკვლევრების, პრაქტიკოსებისა და პედაგოგების შეკრებას, რომლებიც დაინტერესებული არიან ინგლისური ენისა და ლიტერატურის, ამერიკული კულტურისა და ლიტერატურის, თარგმნისა და თარჯიმნობის, აგრეთვე, ლინგვისტიკის სფეროებით.

 

კონფერენციას ხელმძღვანელობს თურქეთის ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის პროფესორი და პრეზიდენტი ისმაილ ჰაქქი მირიჯი (İsmail Hakkı Mirici), რომელიც ცნობილია ინგლისური ენის სწავლების სფეროში და რომლის ლიდერობითაც GlobELT განაგრძობს ხარისხისა და გლობალური გავლენის ზრდას.

 

ღონისძიება დაფინანსებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის მისია თურქეთის გრანტით.

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე:

GLOBETS Conference 2025

 

საკონფერენციო თემები:

  • გამოყენებითი ლინგვისტიკა და ენის განათლება;
  • ინგლისური ენის სწავლების მიდგომები და მეთოდები;
  • კულტურა და ლიტერატურა ინგლისური ენის სწავლებაში;
  • ადრეული ასაკის ინგლისური ენის განათლება;
  • ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა;
  • ინგლისური აკადემიური მიზნებისთვის;
  • ინგლისური სპეციალური მიზნებისთვის;
  • სასწავლო პროგრამები და მასალები;
  • ინტერკულტურული კომუნიკაცია;
  • ენისა და მშვიდობის განათლება;
  • ენის სწავლა და ათვისება;
  • ენის პოლიტიკა;
  • ენის ტესტირება და შეფასება;
  • უწყვეტი ენის სწავლა;
  • დისტანციური ენის განათლება;
  • მულტიმედია და ICT ინგლისური ენის სწავლებაში;
  • მასწავლებელთა მომზადება და განათლება;
  • თარგმანის კვლევა და ენის სწავლება;

 

შეფასებისა და შერჩევის პროცესი:

მკვლევრებს, მეცნიერებსა და პედაგოგებს შეუძლიათ წარადგინონ სტრუქტურირებული ანოტაცია ანოტაციების წარდგენის სისტემის საშუალებით. ყველა განაცხადი შეფასდება ორმა ან მეტი რეცენზენტით რედაქციისა და სამდივნოს წევრთაგან, რაც უზრუნველყოფს აკადემიურ ხარისხსა და შესაბამისობას.

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • მოხსენებების მიღება: 2025 წლის 20 მარტი;
  • ანოტაციების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 აგვისტო;
  • მიღების შესახებ შეტყობინება: 2025 წლის 8 სექტემბერი;
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა მომხსენებლებისთვის: 2025 წლის 15 სექტემბერი;
  • კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 2025 წლის 29 სექტემბერი;
  • კონფერენციის თარიღები: 2025 წლის 25-29 ოქტომბერი;
  • სრული ტექსტის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ნოემბერი;
  • შედგენილი მასალების გამოქვეყნება: 2025 წლის 25 დეკემბერი;
  • ჟურნალში გამოქვეყნება: რეცენზირების საფუძველზე;

 

სპეციალური პირობები გრუნის მონაწილეებისთვის:

  • GRUNI-ის აკადემიური პერსონალისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება;
  • GRUNI-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის მონაწილეობა სრულიად უფასოა.

 

სარეგისტრაციო ბმული: https://globets.net/index.php/call-for-papers/

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას და მოუთმენლად ელის ყველა მონაწილეს გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში ინსპირაციულ და შინაარსით მდიდარ აკადემიურ შეკრებაზე.