2023 წლის 30 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან და კომპანია „Libra Alliance“-თან ერთად გამართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხები“. კონფერენცია ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, ჰიბრიდული ფორმატით. ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები ავსტრიის, გერმანიისა და ინდოეთის უნივერსიტეტებიდან. 

 

2023 წელი

 

კვლევითმა ცენტრმა, გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის მხარდაჭერით, აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ წიგნის თარგმნის კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო საგრანტო დაფინანსება ფინანსების სფეროს ბესთსელერი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნისთვის. სახელმძღვანელოს - „Essentials of Corporate Finance, 11th Edition“, Stephen Ross, Randolph Westerfield, Bradford Jordan, თარგმნიან ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორები. სახელმძღვანელო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ფინანსების, მენეჯმენტის და მარკეტინგის მიმართულების სტუდენტებისთვის, ფინანსური მენეჯმენტის საკითხების შესწავლაში. გამოცემა, ასევე, საინტერესო იქნება ფინანსების სფეროში მომუშავე დამწყები და გამოცდილი სპეციალისტებისთვისაც. წიგნში გაერთიანებულია ფინანსების სფეროში არსებული თანამედროვე ცოდნა, მოყვანილია მრავალი საინტერესო ქეისი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან და აღწერილია დარგში მოღვაწე პროფესიონალების გამოცდილება. სახელმძღვანელო გამოიცემა 2024 წლის აგვისტოში.

 

2023 - 2024 წწ. 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა (შვეიცარია) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა კიდევ ერთ ახალ, კერძოდ, რიგით მესამე საერთაშორისო კვლევას - The Future of Growth Report 2024, სთავაზობს სამეცნიერო საზოგადოებას. პროცესში აქტიურად არის ჩართული  2024 წლის კვლევა- ზრდის ანგარიში, წარმოადგენს მრავალგანზომილებიან ჩარჩოს 107 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხარისხის შესაფასებლად. იგი ახასიათებს ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას ოთხ განზომილებაში: ინოვაციურობა; ინკლუზიურობა; მდგრადობა და გამძლეობა. წარმოდგენილი მონაცემები და ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის მიერ გასაუმჯობესებელი სფეროების იდენტიფიცირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას აქვს ზრდის უნიკალური გზა, რომელიც ჩამოყალიბებულია გარემოებათა ფართო სპექტრით, მოხსენება ხაზს უსვამს შვიდ განსხვავებულ „ზრდის არქეტიპს“, რომლის მიზანია გამოავლინოს ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნები მათი ზრდის მახასიათებლებით და მსგავსი შეზღუდვებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტში უშუალოდ არის ჩართული ბიზნესისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. 

 

 

2023 - 2024 წწ.