მთავარი

მთავარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრი დაფუძნდა 2023 წელს დარგის მკვლევრის - დოქტორანტ თორნიკე მერებაშვილის ინიციატივით.

 

მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრის მიზნები:

  • კვლევები გეო-ინფორმაცლიული სისტემებისა(GIS) და სამართლის მეცნიერებების ურთიერთგანპირობებულობაზე;
  • საუნივერსიტეტო სივრცეში მიწის სამართლის დარგობრივი კურიკულუმებისა და სილაბუსების შემუშავება ინტერდისციპლინური საფუძვლებით;
  • საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება;
  • საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის ამოქმედება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთთანამშრომლობა;
  • მიწის სამართლის იურიდიული კლინიკის ამოქმედება.

 

გამორჩეული პროექტი: შეხვედრა მიწის სამართლის მკვლევრებთან და ახალი სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია. გრუნი - ში გაიმართა შეხვედრა მიწის სამართლის საკითხების კვლევით დაინტერესებულ აკადემიურ/სამეცნიერო პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში ცენტის ხელმძღვანელმა, გრუნის დოქტორანტმა თორნიკე მერებაშვილმა წამოადგინა მისი თანაავტორობით შექმნილი ახალი დამხმარე სახელმძღვანელო "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია“ და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარა. თორნიკე მერებაშვილს ნაშრომზე მუშაობის პროცესში კონსულტაციას უწევდა გრუნი - ს აფილირებული პროფესორი დავით ძამუკაშვილი.

2023 წელი

 

გამორჩეული პროექტი: 2023 წლის 19 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სლოვაკეთის იან კომენსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “milniky prava”, რომელშიც ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები იღებდნენ მონაწილეობას. ევროკავშირის სამეზობლო და საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკის ფარგლებში, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო გრუნის დოქტორანტმა, მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა თორნიკე მერებაშვილმა, რომელმაც, როგორც მიწის სამართლის სფეროს მკვლევარმა, წარადგინა მოხსენება: „Social function of the property Registration of the ownership right to the agricultural plot by rightful owner in context“. მოხსენებამ მკვლევართა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ის როგორც სტატია, იან კომენსკის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.

2023 წელი

 

გამორჩეული პროექტი:  მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრის დირექტორის თორნიკე მერებაშვილის ინიციატივით შეიქმნა სადისკუსიო პანელი „დისკუსია მრგვალ მაგიდასთან“. 2023 წლის 17 ივლისს გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და დარგის ექსპერტი სოფიო ბარნაბიშვილი წარსდგა მოხსენებით - „მიწის რეგისტრაციის ალტერნატიული სამართლებრივი მოდელის პერსპექტივა საქართველოში“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ სამართლისა და გეო-ინფორმაციული სისტემების მეცნიერ-მკვლევრები და დარგის პრაქტიკოსი იურისტები. დისკუსისს შედეგად გამოიკვეთა ახალი და აქტუალური საკვლევი პრობლემატიკა, რომელზეც ინტერდისციპლინური მიდგომებით რამდენიმე მეცნიერ-მკვლევარი ერთობლივად იმუშავებს. მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრი გეგმავს ამ პროექტის განხორციელებას რეგიონებშიც, რათა ინტერდისციპლინური მიდგომები და ცოდნა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

2023 წელი