გამორჩეული პროექტი: მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნა ერთკვირიანი გამოფენა. აღნიშნული გამოფენის ორგანიზატორი და მასპინძელი იყო მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი. პროექტი მომზადდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის - „ქალები მოძრაობაში“ ფარგლებში. გამოფენას ესწრებოდნენ მეცნიერები და მკვლევრები საქართველოს, საფრანგეთის, კვიპროსის, თურქეთის, უკრაინისა და ფინეთის უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.
წარმოადგენილი ექსპოზიცია მოიცავდა მე-16 საუკუნიდან დღემდე მიგრანტი ქალების მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას: წერილებს, ქრონიკებს, ღირსშესანიშნაობებსა და პოსტერებს. გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კველვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა გოგინავამ და (COST)-ის პროექტის - „ქალები მოძრაობაში“, ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარი რუიზმა.
ამგვარი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს მიგრაციის კვლევების შესახებ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების დაახლოებას, გამოცდილების ურთიერთგაცვლასა და შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებას.
პროექტი დაფინანსებუი იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) პროექტის (COST CA19112) – “ქალები მოძრაობაში“ მიერ.
2024