როგორ შეიძლება მოირგო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა
GRUNI-ში უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს „სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი“. ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენთან სწავლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. იხ. სწავლის საფასური საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
რას გულისხმობს უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა?
- აბიტურიენტს, რომელიც პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევს 033-ს და მოხვდება ათეულში, ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.
- აბიტურიენტი, რომელიც Gruni-ს პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, ისარგებლებს 15%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
- თუ ხარ ცხინვალის რეგიონიდან ან აფხაზეთიდან დევნილი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
- თუ ხარ ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტი და Gruni-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევ, ისარგებლებ 20%-იანი შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
- სტუდენტს, რომელიც ჩაერთვება უნივერსიტეტის აქტივობებში, სწავლის საფასური დამატებით 5%-ით შეუმცირდება (ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) საგანმანათლებლო პროგრამის გარდა).
სტუდენტი, რომელიც დარეგისტრირდება Teen Academy-ში და პირველ პრიორიტეტად მონიშნავს 033-ს, მიიღებს დამატებით შანსს ისწავლოს სრული დაფინანსებით Gruni-ში ან ისარგებლოს 70% 50% 30% და 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერით.
- ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უცხოეთში შენ სწავლას დააფინანსებს უნივერსიტეტი
- კრედიტების დაგროვების მიზნით უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში შენ სწავლას, ასევე, დააფინანსებს უნივერსიტეტი მთლიანად ან ნაწილობრივ
- თუ Gruni-ში სწავლობს ოჯახის ერთზე მეტი წევრი, თითოეულს სწავლის საფასური 10%-ით შეუმცირდება.
- სწავლის საფასურის გადახდა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით
ყველა ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება 4 აკადემიურ წელზე.
სწავლის მთლიანი გადასახადის მინიმალური ოდენობა, ფინანსური შეღავათების შემდეგ, არ უნდა შეადგენდეს 2250 ლარზე ნაკლებს.