გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და მიკრობანკ MBC-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების (სასწავლო კურსების/მოდულების) დაგეგმვა/მომზადება, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას და შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საზოგადოების საჭიროებებს.
გრუნის დასაქმების ფორმუზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს: რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და MBC-ს რისკების დირექტორმა - ნინო დევდაიანმა.
„ემბისი" თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების მიკრობანკია, რომლის მიზანია მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზება, ფინანსური სახსრებისა და სასესხო პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობა მომხმარებლებთან.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI