ცენტრის ფუნქციები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცენტრის ფუნქციები

უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვის/კოორდინაციის მიზნით ფუნქციონირებს სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი, როგორც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული.

 

ცენტრი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

 

ცენტრის მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-შემოქმედებითი პოტენციალის გაფართოებას, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული ცოდნის განვითარებასა, ახლის შექმნასა და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტაზე;
  • უზრუნველყოს ახალი ცოდნის გაზიარება საზოგადოებასა და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებს შორის;
  • შექმნას შესაბამისი პირობები სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარებისა და ახალი თაობის სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის

 

ცენტრის ძირითადი ფუნქციები:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია ფუნდამენტური და გამოყენებით კვლევების განხორციელების, საკონსულტაციო და საექსპერტო-ანალიტიკური მუშაობის მიმართულებით;
  • აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტის აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისა და დოქტორანტთა კომუნიკაციის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა ზრდის პერსპექტივის უზრუნველყოფა;
  • სამეცნიერო-კვლევების ხარისხის განვითარება და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ინტეგრირება;

 

ცენტრს ხელმძღვანელობს პროფესორი გოჩა ოჩიგავა