მისია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მისია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მისია, ხედვა, მიზნები და ღირებულებები

 

ვქმნით მაღალ აკადემიურ კულტურას და ინტელექტუალურ სიმდიდრეს - სამეცნიერო მიღწევებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებითა და სტუდენტის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობით მოვამზადებთ კონკურენტუნარიან სპეციალისტთა თაობებს ჰუმანიტარული, სოციალური, მართვის, მედიცინისა და, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული, სხვა მოთხოვნადი სფეროებისთვის, რომლებიც შეძლებენ ინტეგრირებას ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზრებზე, გაიაზრებენ, ზოგადად, თავის წილ პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის.

 

ვამკვიდრებთ მაღალ სამეცნიერო-კვლევით კულტურას - ხელს შევუწყობთ მეცნიერების შემდგომ განვითარებას - დავიცავთ და განვავითარებთ საკაცობრიო ცოდნას, შევქმნით ახალს და გავაზიარებთ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან; გავაძლიერებთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, როგორც მეცნიერებისა და საზოგადოებრივი კულტურის ინოვაციური განვითარებისთვის ღრმა/ფართო კომპეტენციებით აღჭურვილი კადრების მომზადების ეფექტიან სისტემას.

 

ვთავაზობთ საზოგადოებას მაღალი სტანდარტის მომსახურებას - აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით გამოცდილებას გამოვიყენებთ საზოგადოების განვითარებასა და მის საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განხორციელებისთვის, ხელს შევუწყობთ ქვეყნის რეგიონულ განვითარებას - აჭარაში უზრუნველვყოფთ მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო სერვისს, სპეციალისტთა მომზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

 

უნივერსიტეტის ხედვა, მიზნები

უნივერსიტეტი საზღვრების გარეშე - ასე ვხედავთ საკუთრ თავს ახალი საზოგადოებრივი პროფილის ფორმირების კონტექსტში, რაც ნიშნავს იმას, რომ შევქმნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროდუქტებს, განვსაზღვრავთ აკადემიური მომსახურების მაღალ ნიშნულებს და დავიკავებთ წამყვან პოზიციას გლობალური საუნივერსიტეტო პოლიტიკის განხორციელების საქმეში.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს დანიშნულებად ვთვლით ისეთი მიზნების განხორციელებას, როგორიცაა:

  1. მოვამზადოთ ფართო კომპეტენციის მქონე ახალი გენერაციის სპეციალისტები, რითაც ხელს შევუწყობთ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისა და, შესაბამისად, ცოდნის საზოგადოების მრავალმხრივი იერარქიის განვითარებას.
  2. მოვამზადოთ არა მარტო კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, არამედ აღვზარდოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, ეროვნული ცნობიერებისა და დემოკრატიულ ღირებულებათა მატარებელი თაობები, რომლებსაც ექნებათ მოქალაქეობრივი თანაგრძნობის, სოციალური და პროფესიული პასუხისმგებ-ლობის მაღალი შეგნება და წონად წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალურ-კულტურული განვითარების საქმეში.
  3. ხელი შევუწყოთ სტუდენტთა პიროვნული და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობის გაფართოებისა და მიზნობრივი სასწავლო-სამეცნიერო და სხვა აქტივობების განხორციელების გზით.
  4. შევქმნათ გლობალურ გამოწვევებზე ორიენტირებული ორგანიზაციული სისტემა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებისათვის, რომელიც საფუძველს შექმნის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად, უზრუნველყოფს ახალგაზრდა მეცნიერებში საკაცობრიო ცოდნის კონსერვაციისა და მისი ახლებურად გააზრების აუცილებლობის გაცნობიერებას, ახალი ცოდნის გენერირებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას და მათ საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში ინტეგრირებას.
  5. აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების საფუძველზე განვავითაროთ და სრულვყოთ მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, უპირატესად, სოციალური მობილობის ხელშემწყობი (უწყვეტი განათლება/კვალიფიკაციის ამაღლება), სასწავლო, საკონსულტაციო-ექსპერტული და კლინიკური მომსახურების სისტემა.

 

ღირებულებები

ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ღირებულებებისა, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო საგანმანათლებლო ფასეულობებს და საფუძვლად უდევს უნივერსიტეტის მისიას, მის პრაქტიკულ განხორციელებას:

  1. სწავლა-სწავლების პროცესის ლიბერალურობა, დემოკრატიულობა, ღიაობა;
  2. აკადემიური შეუვალობა და ჭეშმარიტების თავისუფალი ძიება;
  3. მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, მაღალი პასუხისმგებლობა;
  4. არჩევითობის თავისუფლება, გამჭვირვალობა, სამართლიანობა;
  5. სტუდენტი - სწავლება-სწავლის პროცესის ცენტრალური სუბიექტი.