გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 9 ივნისს ჩატარდება სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები, რომლის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, უნივერსიტეტის წესდება „საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის რეგულირების შესახებ“, სტუდენტური თვითმმართველობის დებულება და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების წესი.
თვითმმართველობის პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნას სტუდენტი აქტიური სტატუსით, რომელიც უნივერსიტეტის, არანაკლებ, მეორე აკადემიურ წლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია, არ იკავებს უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობას და არ არის ნასამართლევი.
საარჩევნო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით შეიქმნება საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისაგან . თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილ იქნან არჩევნების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული არავის წინაშე.
კანდიდატთა რეგისტრაციისთვის საჭიროა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ცნობა-საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო წლის და სემესტრის მითითებით;
- განცხადება.
კანდიდატთა რეგისტრაცია: 13 მაისიდან - 16 მაისის ჩათვლით. (თვითმმართველობის კაბინეტი)
საკონტაქტო პირი: ბექა ქანდარია ტელ: 514 07 48 07