გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში, გულო თურმანიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, გამართული საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციის - GESS Education Conference 2026 - მუშაობაში მონაწილეობდნენ.
კონფერენციის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციისა და გამოფენის მონაწილეებთან. შეხვედრების მიზანი იყო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა, ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა.
ანა აბესაძე, მიწვეული სპიკერის სტატუსით, მონაწილეობდა GESS Talks-ის სესიაშიc - „Partnerships with Purpose: Collaboration That Transforms Education”. პანელის ფარგლებში მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისა და მართვის მიმართულებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამოცდილება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნდობაზე, საერთო მიზნებსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე. დისკუსია, ასევე, შეეხო საერთაშორისო თანამშრომლობის როლს საგანმანათლებლო ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებაში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი დასახელდა GESS Education Awards 2026-ის Community Award for Citizenship-ის კატეგორიის 10 ფინალისტს შორის. ეს საერთაშორისო აღიარება ნათლად წარმოაჩენს უნივერსიტეტის წვლილს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და განათლების გზით პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაში.
ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო გრუნისა და იოჰანესბურგში დაფუძნებულ საგანმანათლებლო ფონდ JumpStart Foundation-ს შორის, ასევე, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობასა და ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. შეთანხმება განსაზღვრავს მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩოს და ქმნის განათლებისა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განსახორციელების შესაძლებლობებს.
GESS Education Conference 2026-ში მონაწილეობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საერთაშორისო პოზიციონირების გასაძლიერებლად, ინსტიტუციური პარტნიორობის გაფართოებისა და მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციასა და დაწესებულებასთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კიდეც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხს და ინოვაციების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა