გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და კომპანია „ნაიროს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სხვადასხვა მიმართლებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
მემორანდუმი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების, საგანმანათლებლო აქტივობებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.
ხელმოწერის ღონისძიებასთან ერთად, უნივერსიტეტში გაიმართა კომპანია „ნაიროს“ დამფუძნებლის, სანდრო ბოლქვაძის, საჯარო ლექცია. სტუდენტები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, მოისმინეს დამფუძნებლის პროფესიული გამოცდილება და მიიღეს პრაქტიკული რჩევები ბიზნესის განვითარების პროცესის შესახებ.
ყოველი ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, პროფესიული უნარების განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა