2026 წლის 12 ნოემბერს ტეხასის A&M უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა კვლევითი სემინარების საშემოდგომო სერია - Paths to Publication, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები.
ონლაინსწავლება - „Paths to Publication”, მოიცავს კვლევასთან, სამეცნიერო ნაშრომის მომზადებასთან, გამოქვეყნებასა და გრანტებთან დაკავშირებულ სემინარებს, რომლებსაც ხელმძღვანელობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტის განათლებისა და კვლევის სკოლა და კურსდამთავრებულების მრჩეველთა საბჭო. სემინარების სერია განკუთვნილია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის.
საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში მონაწილეებმა აკადემიური წერის, კვლევის შედეგების გავრცელების, მენტორობისა და სამეცნიერო ლიდერობის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს:
- What Editors Wish Every Writer Knew (რა უნდა იცოდეს ყველა ავტორმა რედაქტორების მოლოდინის შესახებ) – 2026 წლის 10 სექტემბერი, დოქტორი ბევერლი ირბი;
- How to Create a Mentoring Network for Research and Publishing (როგორ შევქმნათ მენტორთა ქსელი კვლევისა და სამეცნიერო პუბლიკაციებისთვის) – 2026 წლის 24 სექტემბერი, დოქტორი კეროლ მულენი;
- From Dissertation to Difference: Publishing Where Leaders Read (დისერტაციიდან ცვლილებამდე: სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ლიდერებისთვის მნიშვნელოვან გამოცემებში) – 2026 წლის 8 ოქტომბერი, დოქტორი ჯეიმს იანგი;
- Leading, Publishing, and the Duty Owed to THE WORK (ლიდერობა, პუბლიკაციები და პროფესიული პასუხისმგებლობა საქმისადმი) – 2026 წლის 22 ოქტომბერი, დოქტორი ოტუმ საიპრესი ;
- Effectively Communicating Research: Three Approaches (კვლევის შედეგების ეფექტიანი კომუნიკაცია: სამი მიდგომა) – 2026 წლის 12 ნოემბერი, დოქტორი ილინ ჯონსონი.
Paths to Publication-ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საერთაშორისო გამოცდილების, მენტორობასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით აგრძელებს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას.
კვლევითი სემინარები კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის ერთგულებას აკადემიური ხარისხის განვითარებისა და ძლიერი კვლევითი კულტურის დამკვიდრების მიმართ.
პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებსა და დოქტორანტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

Docflow
Nexus students
Nexus professors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა