იტვირთება...
17 მიზანი უკეთესი მომავლისათვის - გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ქართულ-გერმანულ სკოლაში „სხივი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


17 მიზანი უკეთესი მომავლისათვის - გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ქართულ-გერმანულ სკოლაში „სხივი“


გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრი ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ ესტუმრა. ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ბიწაძემ, მოსწავლეებისთვის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინტერაქციული და შემეცნებითი სესია გამართა.

 

მოსწავლეები გაეცნენ მდგრადი განვითარების არსს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას. სესია ვიქტორინის, დებატებისა და აქტიური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე.

 

თამარ ბიწაძემ მოსწავლეებთან, ასევე, ისაუბრა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ჩართულობის შესაძლებლობებსა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მათი წვლილის მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს თითოეულმა მოსწავლემ პირადი, 30-დღიანი, გამოწვევა შეარჩია - ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომლითაც თავად შეძლებენ მდგრადი ცვლილებების მხარდაჭერას.

 

შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა სკოლასა და მდგრადი განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებიც, რაც ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

 

მდგრადი განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ქართულ-გერმანულ სკოლა „სხივს“ მოწვევისა და თანამშრომლობისთვის. მსგავსი საგანმანათლებლო შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას.