ცენტრის ფუნქციები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ცენტრის ფუნქციები

  1. სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკისა და სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის უზრუნველყოფა.
  2. თანამშრომელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია/მართვა.
  3. ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
  4. თანამშრომელთა და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზება.
  5. მონიტორინგის განხორციელება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ლაბორატორიების საქმიანობაზე.
  6. უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მონიტორინგი სამეცნიერო დანიშნულების წიგნადი და ციფრული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
  7. თანამშრომელთა და სტუდენტთა სამეცნიერო მობილობის ხელშეწყობისათვის საჭირო აქტივობის განხორციელება.
  8. უცხოეთის საგანმანათლებლო ცენტრებთან ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება და განხორციელება.
  9. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და ნაშრომების ექსპერტული შეფასების სისტემის ფორმირება და პრაქტიკული განხორციელება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად.
  10. პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში სტუდენტთა მონაწილეობის წახალისებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
  11. თანამშრომელთა და დოქტორანტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.