იტვირთება...
ჟურნალის შესახებ
GeoEng

ჟურნალის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „აკადემიური მაცნე“ არის რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემა.

ISSN (ბეჭდური) 2298 - 0202

ISSN (ონლაინ) 2960 - 9437

რეცენზირება ხორციელდება ფარული წესით.

სტატიები მოწმდება პლაგიატზე.

სტატიები მოწმდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც.

ავტორთა საყურადღებოდ!

სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის (AL) გამოყენების შემთხვევაში, შიდატექსტურ ციტირებასა და გამოყენებულ ლიტერატურაში ავტორებმა აუცილებლად უნდა შეიტანონ ჩანაწერი ამის შესახებ. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შექმნას ერთი შეხედვით სრულფასოვანი კონტენტი/მასალა, რომელიც შეიძლება იყოს არასწორი და არასრული. ჟურნალის რედაქცია გირჩევთ, რომ ავტორებმა გადაამოწმონ წყაროების შინაარსი, რადგან საბოლოოდ, ამ მიმართულებითაც, პასუხისმგებელნი არიან წარდგენილი ნაშრომის სისწორეზე.

CC BY NC

  • მოითხოვს ავტორის სახელის და გვარის მითითებას.
  • გამოიყენება მხოლოდ არაკომერციული მიზნებისთვის.

 

ხელმისაწვდომია ან ინდექსირდება ეროვნულ და საერთაშორისო - სამეცნიერო პლატფორმებზე:

 

სექციები - სამეცნიერო მიმართულება:

ბიზნესის ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა, სამართალი, სოციალური მეცნიერებები, მედიცინა და სხვ.

 

გამოცემის პერიოდულობა

„აკადემიური მაცნე“ ქვეყნდება წელიწადში ერთხელ, ონლაინ სახით.

ინგლისურენოვან სტატიებს ენიჭება უპირატესობა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვლევი ობიექტისადმი ინტერდისციპლინურ მიდგომას. მეცნიერების ახალი დარგების წარმოჩენას, უახლესი სტატისტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სტატიაზე მუშაობის პროცესში უცხოელი მეცნიერების ჩართულობას.

ნაშრომი, რომელიც არ შეესაბამება „ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას“ და „ნაშრომის გამოქვეყნების დირექტივებს“, გამოსაქვეყნებლად არ განიხილება.

 

ხელმისაწვდომობა: ღია წვდომა

გამოცემის ღირებულება: უფასო

 

სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასა და ჟურნალთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მიმართეთ სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრს.

g.ochigava@gruni.edu.ge (გოჩა ოჩიგავა)

 

INDEXING