რა არის ბიზნესის ადმინისტრირება?
ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დასაქმებული ადამიანები ფლობენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც აუცილებელია ბიზნესის ეფექტურად/მომგებიანად წარმართვისთვის. ბიზნესის ადმინისტრირება დაკავშირებულია პერსონალის მართვასა თუ ისეთ სფეროებზე ფოკუსირებასთან, როგორიცაა ბუღალტერია, ფინანსები, ხარისხის უზრუნველყოფა, გაყიდვები, პროექტების მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტი, კვლევა და მარკეტინგი. შესაბამისად, ადმინისტრატორის მოვალეობები შეიძლება მოიცავდეს ბიუჯეტირებას, მომხმარებლის კონსულტირებას, პერსონალის ტრენინგის ორგანიზებას, დოკუმენტების მომზადებას და მართვას, ორგანიზაციული სისტემის შემუშავებას და ა.შ. სწორედ ამიტომ, მომავალი სტუდენტები თავად განსაზღვრავენ მათთვის საინტერესო მიმართულებას.
ბიზნეს ადმინისტრირების რომელ მიმართულებებს გთავაზობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი?
გრუნის ბიზნესის ადმინისტრირება სამი პროგრამით - მენეჯმენტით, მარკეტინგითა და ფინანსებით - არის წარმოდგენილი. ეს პროგრამები ითვალისწინებს, როგორც საქართველოსა და გლობალური შრომის ბაზარის მოთხოვნებს, ისე უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის გამოცდილებას, ამდენად უზრუნველყოფს თქვენს მომზადებას სამსახურებრივი ფუნქციების მაღალი სტანდარტით შესრულებისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი
მარკეტინგის სპეციალისტი თანამედროვე შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესიაა. მარკეტოლოგის მოვალეობაა პოპულარიზაცია გაუწიონ ბიზნესპროდუქტებს, უხელმძღვანელოს გუნდს, რომელიც შეიმუშავებს სტრატეგიას არსებული მომხმარებლების შენარჩუნებისა და ახლის მოზიდვისთვის, განსაზღვრავს კომპანიის ან ცალკეული განყოფილების სამოქმედო გეგმას, ჩაერთვება მის განხორციელებაში და სხვ. გრუნის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში, მარკეტინგის მიმართულებით, სიღრმისეულად შეისწავლით მარკეტინგის საფუძვლებს და პრინციპებს, დაგეგმვისა და სხვადასხვა აქტივობების ორგანიზების მეთოდებს, თავისუფლად შეძლებთ ბიზნესიდეების გენერირებას და პროექტებად გარდაქმნას, მათ ეფექტურად განხორციელებას და ა. შ.
ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი
ვინ არის მენეჯერი? ის არის ლიდერი, რომლის უნარიან, შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული კომპანიის წარმატება. ის მართავს ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო პროცესებს, როგორც კომპანიის ფარგლებში, ისე მის გარეთ, პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან. გრუნის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის მიმართულებით, შეგასწავლით მენეჯმენტის თეორიულ საფუძვლებს, მყარ ბაზისს შეგიქმნით ორგანიზაციულ ქცევასა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტში, კომპენსაციის სისტემებში, შრომით მენეჯმენტში, მოლაპარაკებებსა თუ კონფლიქტების მოგვარებაში და ა.შ.
ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები
ფინანსური რესურსის ფორმირება და მისი მართვა კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელსაც გრუნი გთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამის არჩევის შემთხვევაში, საფუძვლიანად შეისწავლით ფინანსური ანგარიშების წარმოებისა და მონიტორინგის მეთოდებს, შეძლებთ ბაზრების ანალიზსა და ინვესტიციების სწორად წარმართვის, ფინანსურ პროგნოზირებასა და კომპანიის მოგების ზრდის სტრატეგიული გზების დასახვას. თუ ბიზნესის ადმინისტრირება თქვენთვის საინტერესოა და, ამავდროულად, ტექნიკური საგნები გიზიდავთ - პროფესიის შერჩევისას ფინანსების მიმართულება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.
რატომ უნდა გახდეთ მენეჯერი, ფინასისტი ან მარკეტოლოგი?
ბიზნესის ადმინისტრირება და მისი მიმართულებები - მარკეტინგი, ფინანსები და მენეჯმენტი - თანამედროვე შრომის ბაზარზე წამყვანი პროფესიებია. ტექნოლოგიების განვითარებამ და ბიზნესსექტორში ახალი კულტურის ჩამოყალიბებამ, ბოლო რამდენიმე წელია, მარკეტოლოგებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა. ფინანსები და მენეჯმენტი კი თითოეული კომპანიისთვის აუცილებელი პოზიციური სტრუქტურული ერთეულია, რომლის გარეშე ბიზნესის სფეროს განვითარება წარმოუდგენელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასდროს დარჩებით სამუშაოს გარეშე, ამავე დროს, შეძლებთ საკუთარის ბიზნესის დაწყებას და წარმატებით განვითარებას.
რითია ძლიერი ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა?
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობს აკადემიური პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მეცნიერული მიღწევებით და პრაქტიკული გამოცდილებით. ისინი სრულყოფილად ფლობენ სწავლების უახლეს ტექნოლოგიებს - იყენებენ ლექციების ჩატარების ინტერაქტიურ და საპრეზენტაციო მეთოდებს, ქმნიან მოდელირებულ სიტუაციებს, ატარებენ ტრენინგებს და მასტერკლასებს ბიზნესის წარმატებული წარმომადგენლების მონაწილეობით. პროგრამა მოიცავს პროფესიულ პრაქტიკას და სტაჟირებას, სამრეწველო ვიზიტებსა და ინდუსტრიის ექსპერტებთან ურთიერთობას. მნიშვნელოვანია, რომ გრუნი არის ჰარვარდის ბიზნესის სკოლის აფილირებული წევრი, ამდენად ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამისთვის ხელმისაწვდომია ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ყველა სასწავლო რესურსი, მათ შორის, ბიზნესქეისები, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო მასალა, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის (ყველა მიმართულებით) სტუდენტების სწავლებისთვის.
რატომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი?
ბაკალავრიატი, საუნივერსიტეტო განათლების პირველ საფეხურია, შესაბამისად უნივერსიტეტის შერჩევისას თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე მიღებული ცოდნა უზრუნველყოფს თქვენ სწრაფ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას. ნიშანდობლივია, რომ ბიზნესის სკოლის დასაქმების მაჩვენებელი საშუალოდ 88-92 პროცენტს შეადგენს. თქვენს განკარგულებაში იქნება უნივერსიტეტის თანამედროვე კამპუსი, სტუდენტზე მორგებული ინფრასტრუქტურა - სასწავლო აუდიტორიები და დასასვენებელი სივრცეები; მოგემსახურებათ ბიბლიოთეკა, საიდანაც ნებისმიერი წიგნისა თუ საერთაშორისო გამოცემის გამოყენება შეგეძლებათ სახლიდან გაუსვლელად; კომპიუტერულ ცენტრში თქვენ დაეუფლებით სპეციალურ პროგრამებს საბანკო, საბუღალტრო და მენეჯერული ოპერაციების განხორციელებისათვის; სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებთ უშუალოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სასწავლო მასალას; მონაწილეობას მიიღებთ გაცვლით პროგრამებში - ერთი სემესტრით ან ერთი წლით უფასოდ ისწავლით უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში, გაეცნობით უცხო ქვეყნების კულტურას და თვალს მიადევნებთ პროფესიული საქმიანობის სპეციფიკას, შეიძენთ ახალ მეგობრებს.
სასწავლო გეგმა - მატრიცა
- ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი)
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
- ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)