გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის, ცენტრმა დააფუძნა ყოველწლიური სამეცნიერო - პრაქტიკული სიმპოზიუმი მედიაციაში.
პირველი სიმპოზიუმი, რომელიც 2025 წლის 3 მაისს გაიმართა, მიეძღვნა არა სასამართლო/კერძო მედიაციის პოპულარიზაციის მიზნებს, კერძოდ, კერძო მედიაციის როლსა და მნიშვნელობას. სიმპოზიუმის მონაწილე მედიატორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრუნის პროფესორმა, ირაკლი ყანდაშვილმა.
სიმპოზიუმის ფარგლებში მედიატორებისთვის შეთავაზებულ სესიებს უძღვებოდა გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიატორი ნინა გერსამია. სიმპოზიუმის ბოლოს მედიატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს პრაქტიკაში წამოჭრილი საკითხები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, შემუშავდა რეკომენდაციები და დაიგეგმა სამომავლო საქმიანობა.
სიმპოზიუმი დაფუძნდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით.