ჩვენი კამპუსის არქიტექტორული კონცეფცია პრინციპულად განსხვავებულია საქართველოში არსებული საუნივერსიტეტო კორპუსებისგან. რით გამოიხატება მისი ორიგინალობა?
- კამპუსი, დასავლური უნივერსიტეტების მსგავსად, ქალაქის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა, 15 000 კმ. ფართობზეა განლაგებული (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია).
- შენობა არ არის მრავალსართულიანი, რაც აუცილებელი საერთაშორისო მოთხოვნაა სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ერთიანი აკადემიური/საკომუნიკაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით.
- სასწავლო კორპუსი უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემით, რაც სწავლისათვის მაღალ კომფორტულ გარემოს ქმნის წლის ნებისმიერ დროს.
- უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ, ფუნქციურად დიფერენცირებულ აუდიტორიებში.
- სტუდენტების განკარგულებაშია ლაუნჯ-კლუბი და ორიგინალური რეკრიაციული სივრცე, რომელიც სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა.