იტვირთება...
ახალგაზრდა მკვლევრის წარმატება მსოფლიო ბანკის მიწის კონფერენციაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალგაზრდა მკვლევრის წარმატება მსოფლიო ბანკის მიწის კონფერენციაზე


2025 წლის 5-8 მაისს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის შტაბ-ბინაში, გაიმართა მიწის კონფერენცია: „მიწის საკუთრების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კლიმატურ კონტექსტში: ცნობიერებიდან - მოქმედებამდე“.

 

კონფერენცია აერთიანებდა სამთავრობო სტრუქტურების, პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის 1000-ზე მეტ მონაწილეს და განიხილავდა მიწის მმართველობის გაუმჯობესებისა და საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებს.

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გრუნის ახალგაზრდა მკვლევარი, მიწის სამართლის სტუდენტური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - თორნიკე მერებაშვილი, რომელმაც წარადგინა საქართველოს გამოცდილება მიწის მმართველობის საკითხებში, მისი კვლევა გამოირჩეოდა საკითხის სიღრმისეული ანალიზითა და საინტერესო მოსაზრებებით, რამაც მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში თორნიკე მერებაშვილმა სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე აწარმოა მოლაპარაკებები Leica-სა და Emirates Real Estate Solutions-ის წარმომადგენლებთან, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მიწის მართვისა და კლიმატური ადაპტაციის სფეროებში. ეს კონტაქტები მას და გრუნის მიწის სამართლის სტუდენტურ კვლევით ცენტრს შესაძლებლობას მისცემს, გააღრმაონ თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, აკადემიურ და პროფესიულ წრეებთან და ხელი შეუწყონ საქართველოში მიწის სამართლის განვითარების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, გაავრცელონ საქართველოს გამოცდილება მიწის სამართლის სფეროში.

 

პარტნიორებთან ამგვარ თანამშრომლობას მოჰყვა 2027 წელს თორნიკე მერებაშვილის ოფიციალური მოწვევა ვაშინგტონში დაგეგმილ მიწის კონფერენციაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე მერებაშვილი კვლევითი ვიზიტით ეწვია ილინოისის უნივერსიტეტს, ჩიკაგოში.