გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა დასაქმების ფორუმი.
უნივერსიტეტმა სხვადასხვა სექტორის 30-მდე წამყვან კომპანიას უმასპინძლა, რომლებმაც მრავალფეროვანი სადემონსტრაციო მასალა წარმოადგინეს, რათა სტუდენტები სრულად გაცნობოდნენ მათ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებს.
ახალგაზრდებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია დასაქმების, სტაჟირებისა და კარიერული განვითარების შესახებ.
ფორუმმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ისინი აქტიურად უზიარებდნენ კომპანიებს საკუთარ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებს.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებას, არამედ რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.
დასაქმების ფორუმი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის ძალისხმევას - სტუდენტებს განათლებასთან ერთად, კარიერული განვითარების მტკიცე საფუძველი შეუქმნას.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს:
- კარფური
- საქართველოს ბანკი
- გუდვილი
- თეგეტა
- ისი პარი
- პინეო
- მედკაპიტალი
- ზუმერი
- მედი
- ავტოტექნო
- თიბისი
- აგროჰაბი
- სასტუმრო მაგნიკა
- ვენდისი
- რესპიბლიკური საავადმყოფო
- ემ ჯგუფი
- მცხეთის სამედიცინო ცენტრი
- წმ. იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკა
- სსიპ დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტო
- ემბისი
- ქსენომი
- სილქ ჰოსფითალითი
- სფერო ჰოლდინგი
- გორგია