გმადლობთ, რომ დაინტერესდით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტით. გარწმუნებთ, რომ ეს ინტერესი საფუძველმოკლებული არ არის - ჩვენი კურსდამთავრებულები ადვილად იმკვიდრებენ ადგილს, ესოდენ, ცვალებადი ბაზარის პირობებში. მათი დასაქმების მაჩვენებელი, ყოველწლიურად, საშუალოდ, 89-94 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, რაც განპირობებულია, პირველ რიგში, დამსაქმებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით, სწავლა-სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებით, გამორჩეული ადამიანური რესურსებით სკოლებში, უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საერთაშორისო მობილობის ფართო შესაძლებლობით.
უნივერსიტეტი სამივე საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამას ახორციელებს, ესენია:
ერთსაფეხურიანი პროგრამები
- დიპლომირებული მედიკოსი - ინგლისურენოვანი (გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრალიაში მობილობის და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობით)
- სტომატოლოგია (ჩეხეთში, პოლონეთში, თურქეთში მობილობის შესაძლებლობით)
საბაკალავრო პროგრამები
- სამართალი (საფრანგეთში მობილობის შესაძლებლობით)
- საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (საფრანგეთში მობილობის შესაძლებლობით)
- ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები (გერმანიაში მობილობის შესაძლებლობით)
- ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი (გერმანიაში მობილობის შესაძლებლობით)
- ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი (გერმანიაში მობილობის შესაძლებლობით)
- ბიზნესის ადმინისტრირება - ინგლისურენოვანი (გერმანიაში მობილობის შესაძლებლობით)
- ტურიზმი (გერმანიაში მობილობის შესაძლებლობით)
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
- ფსიქოლოგია (საფრანგეთში მობილობის შესაძლებლობით)
სამაგისტრო პროგრამები
- სამართალი
- საჯარო მმართველობა (საფრანგეთთან ერთობლივი დიპლომის შესაძლებლობით)
- ბიზნესის ადმინისტრირება
- მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა (საფრანგეთთან ერთობლივი დიპლომის შესაძლებლობით)
- კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება
სადოქტორო პროგრამები
- სამართალი
- საჯარო მმართველობა
- ბიზნესის ადმინისტრირება
- პოლიტიკური ფილოსოფია
თუ რომელიმე პროგრამა თქვენს ინტერესს იწვევს შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადის ფორმა და უნივერსიტეტი 10 დღის ფარგლებში შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველი მონაცემების მქონე კანდიდატებს.