იტვირთება...
ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე გრუნიში


პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ, ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მოწვეულმა სპიკერმა - ლეილა ვოსკანიანმა, ისაუბრა ხელის ჰიგიენის მნიშვნელობის, ინფექციების პრევენციის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და იმ ზიანის შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ხელის არასწორ ჰიგიენას.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა:

  • საჩვენებელი აქტივობები ხელის სწორი ჰიგიენის შესახებ;
  • გუნდური თამაში-საქმიანობა სამახსოვრო პოსტერების შესაქმნელად;

 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა სიმბოლური საჩუქრები: პოსტერები, სტიკერები და ხელის სანიტერაიზერები.