2025 წლის 20 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები თბილისის 221-ე საჯარო მეგასკოლასა და კერძო სკოლა „ლილეს“ ესტუმრნენ და მოსწავლეებს სწავლის დასრულება და ბოლო ზარი მიულოცეს.
პარტნიორ სკოლებში სტუდენტების სტუმრობა და საერთო სიხარულის გაზიარება სხვამხრივაც მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის. გრუნის სტუდენტებმა კურსდამთავრებულებთან სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მათ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ეს მეტად მნიშვნელოვანი დღე უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი გახადეს.
შეხვედრა მეგობრულ და თბილ გარემოში წარიმართა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მოხარულია, რომ ამ განსაკუთრებული დღის ნაწილი გახდა და კიდევ ერთხელ ულოცავს მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას!