გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა ტეხას A&M უნივერსიტეტის კვლევითი სემინარების - Paths to Publication, მეხუთე სესია, რომელშიც გრუნის 30 -მდე აკადემიური პერსონალი და დოქტორანტი მონაწილეობდა.
კვლევითი სემინარების საგაზაფხულო სესიის დახურვის საზეიმო ონლაინცერემონიას Texas A&M უნივერსიტეტიდან ესწრებოდნენ:
- დოქტორი ბევერლი ჯ. ირბი, რეგენტი პროფესორი და განათლების ლიდერობის კვლევითი ცენტრის დირექტორი (ELRC);
- დოქტორი რაფაელ ლარა-ალესიო, რეგენტი პროფესორი და ორენოვანი განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (CRDLLA);
- დოქტორი მეთიუ ეტჩელსი, განათლების საერთაშორისო პარტნიორობის ყოფილი დირექტორი;
- და უიოკ ჰანსონი, ასპირანტი მკვლევარი და რამდენიმე პროექტის მონაწილე, მათ შორის Project RAISE, MOOPIL, TOPCLASS და EBEST.
ასევე, გრუნის აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა მკვლევრები.
პროფესორმა ბევერლი ირბიმ შეაჯამა სესიის შედეგები, რომელიც დაეთმო სამეცნიერო ნაშრომის მომზადების, კვლევებზე გამოხმაურებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის საკითხებს.
ვებინარს უძღვებოდა ანა აბესაძე, რექტორის მრჩეველი, ხოლო პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მისალმა გრუნის რექტორის მოადგილე, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობისა და მეცნიერთა პროფესიულ განვითარებაში ამგვარი სემინარების მნიშვნელობის შესახებ.
Paths to Publication წარმოადგენს Texas A&M University-ის მიერ ინიცირებულ ვირტუალურ სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერას აკადემიური პუბლიკაციების, კვლევის, სამეცნიერო წერისა და გრანტების მოპოვების მიმართულებით. პროგრამის ყოველი სესია ორთვიანია და ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისა და მენტორობისთვის.
პროგრამის საშემოდგომო სესია დაეთმობა: სპიკერთა მრავალფეროვნების გაზრდის, ასინქრონული სწავლის შესაძლებლობების დანერგვისა და ინსტიტუციათშორისი თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას.
Paths to Publication გრუნის გამორჩეული კვლევითი პროექტია, რომელიც ახალი თაობის მკვლევრებს მენტორობითა და საერთაშორისო თანამშრომლობით გზას უხსნის აკადემიური/სამეცნიერო წარმატებისკენ.