მთავარი

მთავარი

გამორჩეული პროექტი: ინსტიტუტის ფარგლებში გამოიცემა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი - "კრიმინოლოგი", რომლის ანალოგი (საქართველოს მასშტაბით) ამ დარგში არ მოიძებნება. ჟურნალის მთავარი რედაქტორია სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გრუნის პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ჟურნალში გაეცნობით ცნობილი მკვლევრების, აღნიშნული დარგის სპეციალისტთა უახლეს კვლევებს.

კრიმინოლოგიის გარდა მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი სამართლის მეცნიერებაში შემავალ სხვა მნიშვნელოვან დარგებსა და მიმართულებებს.

ინსტიტუტის შექმნიდან დღემდე

 

 

გამორჩეული პროექტი: კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და უშუალო ჩართულობით, 2021-2022 წლებში განახორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი: “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ” (პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მალხაზ ბაძაღუა). პროექტზე დაფუძნებით შეიქმნა ამ მიმართულების შემდგომი განვითარების მეცნიერული კონცეფცია.

2021-2022 წწ.

 

 

გამორჩეული პროექტი: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ სისტემატურად იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“. კონფერენციის ფარგლებში ხშირად ხდება გამოჩენილ მეცნიერთა საქმიანობის წახალისება, მათი დაჯილდოება.

ინსტიტუტის შექმნიდან დღემდე

 

 

მნიშვნელოვანი აღიარება: აშშ-ის კრიმინოლოგთა საზოგადოება აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრუნის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის შესახებ და აღიარებს ქართველ მეცნიერ - კრიმინოლოგთა დამსახურებას და როლს კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებაში.

2023 წელი