მთავარი

მთავარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს.

 

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიზნები:

  • საჯარო მმართველობის, სახელმწიფო მოწყობის თეორიისა და პრაქტიკის, საუკეთესო გამოცდილების კვლევა;
  • ადამიანის უფლებათა ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო სამართლის მეცნიერების, პრაქტიკის პრობლემებისა და აქტუალური საკითხების კვლევა;
  • კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადებების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
  • ადამიანის უფლებათა სამართლისა და საჯარო მმართველობის განვითარების ხელშეწყობა.

 

ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • კვლევის პროცესში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა;
  • კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
  • კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.

 

გამორჩეული პროექტი: „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ისტორიისა და მისი მიმდინარეობის ანალიზი“. პროექტი მოიცავდა 18 თვეს - 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისამდე (შეხვედრები, საჯარო ლექციები, დებატები, დისკუსია და სხვ.) პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ კონფლიქტოლოგიით დაინტერესებული სტუდენტები და მკვლევრები, სამთავრებო და არასამთავრობო სექტორი. პროექტის მიზანი იყო აკადემიურ სივრცეში, პროფესიულ წრეებში, სტუდენტებში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ცოდნის გაზიარება.

2018 – 2019 წწ.

 

2022 წელს, გრუნიმ გაიმარჯვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კონკურსში, წარდგენილი პროექტის ინიციატორი და ავტორი გახლდათ საჯარო მმართველობის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, გრუნის ასოცირებული პროფესორი გიორგი მირიანაშვილი. მისი ავტორობით მომზადდა და გამოიცა შემდეგი ნაშრომები:

  • ევროპის კავშირის სამართალი;
  • ევროპის კავშირის ცნობარი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის პროცესში

2022 წელი

 

გამორჩეული პროექტი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები საქართველოში“. პროექტი განხორციელდა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში. პერსონალურ მონაცემთა მართვის მოდელის დახვეწის მიზნით, შემოთავაზებული იყო მონაცემთა დამუშავების ორგანიზების, შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის, მონაცემთა დაცვის სამართლებრივი და ტექნიკური მექანიზმების ელემენტები, მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული პროექტისა და ასევე, გრუნის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა გრუნის ასოცირებული პროფესორის ნიკა ასვანუას ნაშრომი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმები“.

2022 – 2023 წწ.