გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, ბიზნესის და მართვის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა დასაქმების ფორუმი.
ფორუმი ოფიციალურად გახსნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
დასაქმების ფორუმში ტურისტული პროფილის 20-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, აჭარის ა/რ ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, სასტუმრო ჰილტონი, ტურისტული სააგენტო „Akartour“, ვენდი დანკინი, ნიკორა, ლიბრე, კომპანია „Grand Gloria”, აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის დასაქმების სააგენტო და სხვა.
სტუდენტები პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრნენ, გაეცნენ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და თავიანთი მონაცემები დაუტოვეს კომპანიების წარმომადგენლებს.
დასაქმების ფორუმის გახსნის ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრო.
დასაქმების ფორუმი, გარდა იმისა, რომ გახლავთ შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა პირისპირ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, ხელს უწყობს აკადემიური და ბიზნესწრეების დაახლოებას, რაც სასწავლო პროგრამების განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
ფორუმი გააშუქა აჭარის ტელევიზიამ