ელსას პროექტი გრუნის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ელსას პროექტი გრუნის სტუდენტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობა სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან სტუდენტს სწავლების პროცესშივე აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გაეცნოს არჩეული სპეციალობის სპეციფიკას.

 

ერთ-ერთი ასეთი პროექტი, რომელსაც გრუნი წლების განმავლობაში ახორციელებს თბილისის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან, არის შეხვედრა სამართლის სფეროს წარმატებულ სპეციალისტებთან, გამოცდილების გაზიარება და გამოწვევების განხილვა.

 

წელს ელსამ გრუნის სტუდენტების წინაშე წარადგინა სამდღიანი პროექტი: „მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები და საქმიანობის სპეციფიკა“.

 

2022 წლის 30 მაისს, პროექტის მონაწილეებმა საკონსულტაციო კომპანია GSCC-ის დამფუძნებლებთან - გიორგი სისვაძესა და სალომე აბესლამიძესთან- ერთად განიხილეს „ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევები და საქმიანობის სპეციფიკა“.

 

პროექტის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე გამოვლენილ საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, სტაჟირება გაიარონ აღნიშნულ კომპანიაში.

 

2022 წლის 31 მაისის შეხვედრა მოსამართლის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და საქმიანობის სპეციფიკის განხილვას დაეთმო. სამართლის დოქტორმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ - ბადრი კოჭლამაზაშვილმა თავისი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტებს.

 

2022 წლის 1 ივნისის შეხვედრას უძღვებოდა ლაშა ბიწაძე - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, პროკურორი. განიხილეს „პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები და საქმიანობის სპეციფიკა“.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისს (Elsa Tbilisi) ღირსეული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის.