გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მე -2 კურსის სტუდენტი - ლიზი ჩიმჩიური, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გადაცემის - „მოამბის“, სტაჟიორი გახდა.
ლიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა იმ სამას პრეტენდენტს შორის გამოარჩია, რომლებმაც სტაჟირების მოთხოვნით სპეციალური განაცხადი გააკეთეს. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთან ერთად, ორი წარმომადგენელი შეირჩა კავკასიის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტებიდან.
ახლა მხოლოდ მათ აქტივობაზეა დამოკიდებული, გახდებიან თუ არა ისინი „მოამბის“ თანამშრომლები...
უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს ლიზის!