2022 წლის 8 მაისს მსოფლიო გაერთიანდა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და მოეწყო საქველმოქმედო გარბენი - გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი. საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გრუნი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში და საკუთარი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში. ადმინისტრაციამ სრული მხარდაჭერა გამოხატა სტუდენტების მიმართ და გარკვეული თანხაც გადაირიცხა ფონდში - განვკურნოთ ზურგის ტვინის დაზიანება.
გარბენში მონაწილეობა მიიღო 15 სტუდენტმა, რომელსაც ლიდერობდა რუსკა ქარქაშაძე. მის მიერ შემუშავებული სტრატეგიით თითოეული სტუდენტის შედეგი გაუტოლდა 5-6 კილომეტრს.
საქართველოში ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რედბული“.