2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ - განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ -მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
კონცეფციის ავტორები და პროექტის მეცნიერ-მკვლევარები არიან, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები დავით გუგავა და მიხეილ ბაძაღუა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი; საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი თამარ ჩიკვილაძე.
კონცეფციის მეცნიერ-კონსულტანტია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.
კონცეფციის ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს და გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რეაქტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გულნაზ გალდავამ. კონცეფციის ირგვლივ გაიმართა გულახდილი დიალოგი დამსწრე საზოგადოებასა და კონცეფციის ავტორებს შორის.
აქვე, გრუნის მიერ დაარსებული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის კრიმინოლოგი მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ წარადგინა ჟურნალის №1 დამატება, მიძღვნილი დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 20 წლის იუბილისადმი. ჟურნალში ასახულია ცენტრის და უნივერსიტეტის 20 წლიანი სამეცნიერო პრაქტიკული თანამშრომლობა.
უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ დაბადებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა აკადემიკოსებს გიორგი კვესიტაძესა და მინდია უგრეხელიძეს რომლებსაც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭათ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება და გადაეცათ დამადასტურებელი დიპლომები.
ტრადიციისამებრ, საპატიო დოქტორებმა წაიკითხეს საჯარო ლექცია ეკოლოგიისა და სამართლის თანამედროვე პრობლემების შესახებ, რამაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია.