გრუნი ყოველთვის ორიგინალურად ულოცავს დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს თბილისის ქალბატონებს. წელს გრუნის თვითმმართველობამ 8 მარტის მილოცვა განსხვავებული, ორიგინალური ფორმით გადაწყვიტა. მათ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს იმ ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩენი ქალაქის იერსახისთვის. 8 მარტს, სტუდენტებმა, ჩაიცვეს ფორმები და მეეზოვე ქალბატონების ნაცვლად დაალაგეს თბილისის ქუჩები, ხოლო თავად მეეზოვე ქალბატონებმა სილამაზის სალონებს მიაკითხეს. ამ აქციით, სტუდენტებმა გულწრფელი პატივისცემა გამოხატეს იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც უხილავად ზრუნავენ ჩვენთვის და ყოველ დღე სასიამოვნო დილას გვჩუქნიან.
აღნიშნული წამოწყების ინიციატორი თვითმმართველობის სამართლის სკოლის სტუდენტები იყვნენ, რასაც მხარი სხვა სკოლის სტუდენტებმაც აუბეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა სამართლის დოქტორმა, პროფესორმა თამარ კერძაიამ, რისთვისაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის.