საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დისტანციური მედიაცია დაშვებულ საქმიანობად გამოცხადდა.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ძალებით შემუშავდა ელექტრონული მედიაციის წარმოების პლატფორმა.
სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ამ ალტერანტიული მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო.
ამ სიახლეების შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ესაუბრა.