File not found.
იტვირთება...
ლელა გოგინავა ლისაბონის საერთაშორისო სემინარის თანაორგანიზატორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლელა გოგინავა ლისაბონის საერთაშორისო სემინარის თანაორგანიზატორია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი, მისი ხელმძღვანელის ლელა გოგინავა სახით, საერთაშორისო სემინარის: „ენობრივი მრავალფეროვნება, განათლება და სწავლა მიგრაციისა და დიასპორის კონტექსტში“, თანაორგანიზატორია. სემინარი გაიმართება 2025 წლის 13-14 ნოემბერს, ლისაბონში, (პორტუგალია).

 

სემინარს ორგანიზებას უწევს მიგრაციის კვლევის საერთაშორისო ქსელი (IMISCOE), ამავე ქსელის განათლებისა და სოციალური უთანასწორობის მმართველ კომიტეტთან (EduSocial) და ლისაბონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის კვლევისა და სწავლების ცენტრთან ( CIES-Iscte) ერთად. სემინარში მონაწილეობენ წამყვანი მეცნიერები მიგრაციის, მრავალენოვნობისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

 

ლელა გოგინავა არის აღნიშნული ქსელის ექსპერტი და სემინარის თემის იდეის ავტორი, სწორედ ამ ნიშნით შეირჩა ის სემინარის თანაორგანიზატორად. მისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად აძლიერებს გრუნის საერთაშორისო იმიჯს და უფრო მეტად აკავშირებს უნივერსიტეტს ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან, ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზადყოფნას გლობალურ თანამშრომლობასა და სამეცნიერო დიალოგში აქტიური მონაწილეობისათვის.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/p9v8P