გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში Teen Academy-ის პროექტი დაიწყო

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში Teen Academy-ის პროექტი დაიწყო


გრიგოლ რობაქიძის  სახელობის უნივერსიტეტში 2016 წლის 27 თებერვალს   „Teen აკადემიის“   პროექტი დაიწყო.  მისი მიზანია  მოსწავლეთა სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება, მათთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

პროექტი 3 თვიანია და  მოსწავლეებს სთავაზობს უფასო სემინარებს, ტრენინგებს, პრაქტიკულ სამუშაოს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, გახსნას, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარის ფორმირებას.

 

პირველი ეტაპზე 200 აბიტურიენტმა გიარა  სწავლება სამართლის, ჟურნალისტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სფეროებში.

 

ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოს, გუნდურ და ინდივიადუალურ აქტივობებს, მასტერკლასებს, იმიტირებულ პროცესებს და გასართობ ღონისძიებებს.