ნანტიდან თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნანტიდან თბილისში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის (თბილისი - ნანტი) პირველი მონაწილეები ნანტიდან თბილისში დაბრუნდნენ. პროგრამა ითვალისწინებდა 6 თვიან სწავლებას ნანტის უნვერსიტეტის (საფრანგეთი) სამართლის ფაკულტეტზე. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა გიორგი მარქარაშვილმა და ალექსანდრე მერმანიშვილმა წარმატებით გაიარეს სამართლის პროგრამის სასწავლო დისციპლინები ინგლისურ ენაზე და დააგროვეს კრედიტები, რომელიც აღიარებულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

საკონტაქტო პირი: ნატო მახათაძე; n.makhatadze@gruni.edu.ge