მედიატორთა პირველი რეგიონული ვორქშოფი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიატორთა პირველი რეგიონული ვორქშოფი გრუნიში


2023 წლის 10-11 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, გრუნის პროფესორის - ირაკლი ყანდაშვილის, ორგანიზებითა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ტექნიკური მხარდაჭერით, გაიმართა სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ იურისტ - მედიატორთა პირველი რეგიონული ვორქშოფი - „რეგიონული გამოცდილების გაცვლა მედიაციის სფეროში“.

 

ვორქშოფი მიეძღვნა რეგიონში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, როლისა და მნიშვნელობის განხილვასა და ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობის დაგეგმვას.

 

ამგვარი ტიპის რეგიონული კონფერენციები, ერთი მხრივ, აღრმავებს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი გლობალური მდგომარეობის გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის პროფესიებს შორის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი ფორმატი, რაც რეგიონში მედიაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ღონისძიების მიზანია გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მედიაციის ჰაბის შექმნა კავკასიის რეგიონში. ზემოაღნიშნული სემინარის შემდეგ თითოეული მონაწილე გააგრძელებს მუშაობას დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის, შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა იქნება სტაბილური და ყოველწლიურ სახეს მიიღებს“ - განაცხადა გრუნის პროფესორმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა.