File not found. ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი განაგრძობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გაძლიერების პროგრამის განხორციელებას.

 

2025 წლის 3 ივლისს თბილისის, ზესტაფონის, წალენჯიხის, ტყიბულის, ფოთის, ჭიათურის სკოლების 40-მდე ინგლისური ენის მასწავლებლისთვის ჩატარდა ტრენინგი: „ინგლისური ენის სწავლების ეფექტური მეთოდები: ინსტრუმენტები და ტენდენციები“, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისური ენის სწავლების სფეროში ინოვაციური და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას.

 

ტრენინგი ჩატარდა Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ექსპერტის, ჯოზეფ პოლ მაგუაიერის ხელმძღვანელობით. მან მასწავლებლებს გააცნო უახლესი მეთოდოლოგიები, რომლებიც მიმართულია სასწავლო პროცესის ეფექტურ მართვასა და სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე.

 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორმა - ლიკა გუმბერიძემ.

 

ტრენინგის მონაწილეთა შეფასებები:

  • „მადლობას ვუხდი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ღირებული და ნაყოფიერი ტრენინგსესიისთვის. პატივი იყო ჩემთვის დავსწრებოდი მეტად შთამბეჭდავ ლექციას, რომელსაც ატარებდა ბატონი ჯოზეფ პოლ მაგუერი და მიმეღო ახალი გამოცდილება“ - ნანა გალდავა, ფოთის მე-4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი;
  • „ეს ტრენინგი იყო არა მხოლოდ პროფესიულად მდიდარი გამოცდილება, არამედ შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი იდეებისა და მიდგომების გასაცნობად, რაც უდავოდ გააუმჯობესებს ჩვენს სწავლა-სწავლების პრაქტიკას“ - ნატო ჯავახია, აქსეს პროგრამის ინგლისური ენის მასწავლებელი.

 

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

ღონისძიება მომზადდა სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელობით.