იტვირთება...
ციფრული უსაფრთხოების პროექტი გრუნის მონაწილეობით

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ციფრული უსაფრთხოების პროექტი გრუნის მონაწილეობით


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით დაასრულა პროექტი „ელექტრონული კომერცია და უსაფრთხოების გამოწვევები თანამედროვე სამყაროში", რომელიც კომპანია Mercy Corps-ის პროგრამის - "Safe Online: ქალების გაძლიერება და უსაფრთხოება ციფრულ ეკონომიკაში", ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ონლაინუსაფრთხოება, ციფრული ეთიკა და ელექტრონული კომერციის პრაქტიკა.

უნივერსიტეტის რვა ლექტორმა გაიარა სპეციალური მომზადება - ტრენერთა ტრენინგი (ToT) და ჩაატარა საგანმანათლებლო სემინარები, რომლებშიც 290 სტუდენტი მონაწილეობდა. განიხილეს: ონლაინძალადობის, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგისა და სმარტფონის დაცვის საკითხები, ასევე, იმსჯელეს სასწავლო პროგრამებში Safe Online-ის თემების ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური ვიდეოკონკურსი:

  • ციფრული უსაფრთხოება და ეთიკა;
  • ონლაინმეწარმეობა და ელექტრონული კომერცია;
  • ქართული ციფრული პლატფორმები და ინოვაციები;
  • ონლაინგართობის რისკები და გამოწვევები.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20 სტუდენტმა, გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები:

  • I ადგილი - 1000 ლარი;
  • II ადგილი - 700 ლარი;
  • III ადგილი - 500 ლარი.

ვიზუალური ნამუშევრები გამოირჩეოდა როგორც კრეატიულობით, ისე ციფრული აზროვნების უნარით. საუკეთესო ვიდეოები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის პლატფორმებზე და გამოყენებული იქნება მომავალი საგანმანათლებლო კამპანიების ფარგლებში.

პროექტმა გააერთიანა აკადემიური სწავლება, სტუდენტური კრეატიულობა და საერთაშორისო თანამშრომლობა ციფრული ცნობიერების გასაღრმავებლად.