File not found.
იტვირთება...
გრუნის პროფესორები - პროგნოზირების 45-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორები - პროგნოზირების 45-ე საერთაშორისო სიმპოზიუმზე


გრუნის პროფესორები ვახტანგ ჭარაია და მარიამ ლაშხი პეკინის პროგნოზირების 45-ე საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ.

 

პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ მოხსენება გააკეთა თემაზე: "Non Bank Financial Operations in Emerging Markets and Consequences for the Financial System". მას, ასევე, ერგო პატივი, ყოფილიყო ერთ-ერთი სესიის: „სახელმწიფოებრივი პროგნოზირება“, ხელმძღვანელი.

 

მარიამ ლაშხის მოხსენება საბანკო სისტემის საფრთხეებსა და შესაძლებლობებს მიმოიხილავდა: „Shadow Banking, Threat or opportunity for the Developing Countries“.  ორივე მოხსენებამ სიმპოზიუმის მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გრუნის პროფესორებმა მომავალი წლის სიმპოზიუმზეც მიიღეს მოწვევა.

 

პროგნოზირების სიმპოზიუმი ყოველწლიური ღონისძიებაა 40 - წლიანი გამოცდილებით. 2025 წელს მას 35 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესისა და, რა თქმა უნდა, აკადემიური წრეებიდან.

 

სიმპოზიუმის მონაწილეები: Elsevier, SAS, Accenture, Microsoft, Amazon, Walmart Labs, The Conference Board, IHS Eviews, Google, Meta, Timberlake, Kinaxis, Uber და სხვა.