გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით დაასრულა ონლაინსემინარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც სამ კვირას მიმდინარეობდა.
სემინარს, რომელიც ადამიანური რესურსების მართვისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებისათვის იყო განკუთვნილი, უძღვებოდა - ქრისტინე ქაჯაია, იურისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფიცირებული ტრენერი.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა მიიღეს პროფესიული ცოდნა GDPR-ის სტანდარტებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.