იტვირთება...
მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის


2024-2025 სასწავლო წელს გრუნის მედიაციის ცენტრის საგანმანათლებლო პროექტში: „მედიაცია - მოლაპარაკების ხელოვნება და კონფლიქტის მართვის თანამედროვე გზა“ - 500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

 

მედიაციის ცენტრმა გასვლითი ინტერაქტიული ტრენინგების ციკლი თორმეტ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაში ჩაატარა, აქედან 6 კერძო და 6 საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაა. პროექტი ეხმარება მოსწავლეებს გააცნობიერონ მედიაციის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თავადაც გამოსცადონ კონფლიქტის მართვის მშვიდობიანი გზები.

 

გაზაფხული/ზაფხულის ბოლო ტრენინგი გაიმართა კერძო სკოლებში: „ჯეჯილი“, „მწვანე სკოლა“, “აია-ჯესი” და 214-ე საჯარო სკოლაში.

 

„ინტერაქტიური ფორმატი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა – მოსწავლეები არა მარტო ყურადღებით უსმენდნენ, არამედ თავადაც იყვნენ ჩართული მედიაციის პროცესში. მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის უნარები კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ - აღნიშნა „აია-ჯესის“ პედაგოგმა.

 

პროექტის იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში უნივერსიტეტის სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართული. მათთვის ეს ტრენინგები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

 

ტრენინგი სახალისო ფორმატით, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, წარიმართა და მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მედიაციის ცენტრი გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას საქართველოს სხვა სკოლებშიც, რათა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიანი დიალოგისა და მოლაპარაკების ხელოვნების საფუძვლებს ადრეულ ასაკშივე გაეცნოს.

 

ტრენინგების მიზანია მედიაციის პოპულარიზაცია, სამედიაციო უნარების კულტურის დანერგვა, მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სასკოლო და სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება.

 

ინტერაქტიულ ტრენინგებს უძღვებოდა გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ლიცენზირებული მედიატორი - ნინა გერსამია.