ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიის ქალაქ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში - Duale Hochschule Baden-Württemberg (Baden-Wuerttemberg Cooperative State University), სწავლის გასაგრძელებლად.
პროგრამა განკუთვნილია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა, არაუგვიანეს 20 ივლისისა, უნდა გამოაგზავნონ ინფორმაცია ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge
წარმოსადგენი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- სასწავლო პროგრამა;
- ტელეფონის ნომერი;
- კურსი, რომელზეც ამჟამად სწავლობს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. ინგლისურ ენაში გასაუბრება დაიგეგმება ინდივიდუალურად.