გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს სთავაზობს მონაწილეობას პოსტდოქტორანტურის საერთაშორისო პროგრამაში (ESI), რომელიც მიზნად ისახავს კვლევითი კარიერის გაძლიერებას საერთაშორისო თანამშრომლობით.
პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:
- ონლაინმენტორობა და ერთობლივი კვლევა უნივერსიტეტის მენტორთან;
- საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში ჩართვა;
- 10-დღიანი საგრანტო ვიზიტი საზღვარგარეთ;
- ონლაინ მასტერკლასები აკადემიური განვითარების თემებზე;
- ორი რეცენზირებული სამეცნიერო სტატიის მომზადება.
კვალიფიკაცია:
- დოქტორის ხარისხი ნებისმიერ სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- პროგრამის ყველა კომპონენტში აქტიური მონაწილეობა.
განაცხადის წარდგენის ვადა: 1 სექტემბერი, 2025
ვებგვერდი და რეგისტრაცია: https://euinstitute.net/postdoc/
პროგრამაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან შეირჩევა მხოლოდ 3 კანდიდატურა.
გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და გააძლიერეთ თქვენი აკადემიური კარიერა საერთაშორისო დონეზე!
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ელფოსტა: international@gruni.edu.ge