უილიამ ბრაუნის ლექცია მომავალი ექიმებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უილიამ ბრაუნის ლექცია მომავალი ექიმებისთვის


ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის პირველი აკადემიური წლის სტუდენტებმა მოისმინეს პროფესორ უილიამ ბრაუნის ლექცია თანამედროვე სამედიცინო განათლების სკითხებზე. პროფესორი შეეხო თანამედროვე კარიერული განვითარების პრობლემატიკას, სტუდენტთა ექიმად ჩამოყალიბების პროცესს, ამ პროფესიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და მოტივაციის აუცილებლობას. მან საინტერესო სტატისტიკური მონაცემების ანალიზი წარმოადგინა, რომელმაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციას ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ბატონ ბრაუნს და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

 

პროფესორი უილიამ ბრაუნი წამყვანი ქირურგი და ლაპარასკოპიული ქირურგიის ცნობილი სპეციალისტია, როგორც ავსტრალიაში ისე მსოფლიოში. მას ხშირად იწვევენ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ოპერაციების ჩასატარებლად. იგი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა - არის სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანების წევრი და დამფუძნებელი.