რიგგარეშე მობილობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რიგგარეშე მობილობა

რიგგარეშე მობილობის უფლების მქონე პირებმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით მ/წ 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  5. ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ;)
  7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  8. 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  9. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  10. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
  • არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3 (აღმაშე3ნებლის ხეივანი, მე-13-ე კმ.)

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)