კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში


საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის  უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაფართოვებული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,  სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის წევრები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართული უნივერსიტეტის, თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომლები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

სხდომაზე წარდგენილ იქნა კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2015 წელს განხორციელებული პროექტები:

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მორიგი ნომერი, რომელიც მიეძღვნა პროფესორ ოთარ გამყრელიძის იუბილეს, წარადგინა მთავარმა რედაქტორმა მალხაზ ბაძაღუამ. აღინიშნა, რომ სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი 2007 წლიდან გამოდის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

მოსმენილ იქნა ინფორმაცია კრიმინოლოგიის ლექსიკონის შესახებ, რომელიც,  კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეადგინეს. გადაწყდა, რომ გამოცემამდე,   ლექსიკონის პროექტი  განხილულ იქნება ყველა დაინტერესებულ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრში.