გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, როგორც პარტნიორი, წარმატებით თანამშრომლობს ტეხას ა&მ უნივერსიტეტთან პროგრამის - „Paths to Publication “, ფარგლებში.
2024 წლის 25 იანვარს პროგრამის მესამე ნაკადი გაიხსნა პროფესორი რიფსიმე ბლედსოს ლექციით, რომელსაც ასევე ესწრებოდა გრუნის ახალგაზრდა მკვლევრები და აკადემიური პერსონალი. ტეხას ა&მ-ის პროფესორმა რიფსიმე ბლედსომ მსმენელებს გაუზიარა თავისი ცონდა და გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე განათლებაში. დოქტორმა ბლედსომ განიხილა შემდეგი საკითხები: რა არის ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის სიძლიერეები და საფრთხეები, ეთიკური პასუხისმგებლობა, AI, როგორც მწვრთნელი და როგორც აზროვნების პარტნიორი, კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები და სხვა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI