ონლაინ დისკუსია: „აფხაზეთი, ჩემს ცნობიერებში - გზა, რომელიც გასავლელია“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ონლაინ დისკუსია: „აფხაზეთი, ჩემს ცნობიერებში - გზა, რომელიც გასავლელია“


2022 წლის 19 მარტს, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინდისკუსია: „აფხაზეთი, ჩემს ცნობიერებაში - გზა, რომელიც გასავლელია“. დისკუსიას უძღვებოდა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

 

შეხვედრაზე წამოიჭრა აფხაზეთთან დაკავშირებული მრავალი აქტუალური საკითხი, კერძოდ: ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში მათი ჩართულობისა და მსგავსი შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, აფაზეთში არსებული კულტურულ - ისტორიული ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას; აფხაზური ენის სალიტერატურო ენად ჩამოყალიბების საქმეში ქართველ მეცნიერთა მიერ შეტანილ წვლილს; ქართულ ენაზე საგანამანათლებლო საქმიანობის წარმართვას აფხაზეთის ომამდე და ომის შემდგომ. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ისტორიულ მოვლენებსა და აფხაზეთის სამეფოს როლზე ერთიანი, ქართული სახელმწიფოებრივი სივრცის შექმნის საქმეში.

 

ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს. მათ მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდული პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევით ცენტრს საინტერესო და საჭირო შეხვედრის ორგანიზებისთვის.